არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, იმდენად ბუნდოვანი იყო ეს საკითხი ცოტა ხნის წინ. არავის ჰქონდა ეჭვი, რომ კიბერუსაფრთხოება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე შემოიჭრებოდა, ესოდენ აქტუალური იქნებოდა თითოეული მშობლის, ბავშვის, სკოლის, მასწავლებლისა და მთელი საზოგადოებისთვის. ბოლო რამდენიმე წელია, მრავალი ჩვენგანი შოკირებულია იმ სავალალო მოვლენებით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. საინფორმაციო საშუალებების ყურება და მოსმენაც კი გვაშინებს, იმდენს საუბრობენ კიბერდამნაშავეების მიერ მოზარდების მკვლელობაზე, კიბერდევნასა და მის სავალალო შედეგებზე.
პორტფოლიო
четверг, 20 июня 2019 г.
среда, 2 мая 2018 г.
პროექტი:"შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან"
ხვალ ,,გვირილობაა", მე კი დღეს ვესტუმრე ჩვენი ქალაქის ყველაზე, ყველაზე ქათქათა და მზისხელა გულიან გვირილებს.
პირველად აღმოვჩნდი ,,...საინტერესო ადამიანის" ამპლუაში ყველაზე საინტერესო თაობის წინაშე, მშობლიური ქალაქის მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებული თემით.
პირველად აღმოვჩნდი ,,...საინტერესო ადამიანის" ამპლუაში ყველაზე საინტერესო თაობის წინაშე, მშობლიური ქალაქის მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებული თემით.
ვისაუბრეთ ,,გვირილობის" დღესასწაულის მნიშვნელობაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში, მის ფორმასა და შინაარსზე, ,,გიმნაზისტკებზე", ტრადიციულ რიტუალზე, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აცოცხლებდა და საქველმოქმედო მიზნით აერთიანებდა ქალაქს.
ვილაპარაკეთ 21-ე საუკუნის 2 მაისის თანამედროვე ღონისძიებებსა და აქტივობებზე. ბოლოს, ,,გვირილობის" მთავარი სიმბოლო --- ხელნაკეთი გვირილაც დავამზადეთ.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
