среда, 2 мая 2018 г.

პროექტი:"შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან"

  ხვალ ,,გვირილობაა", მე კი დღეს ვესტუმრე ჩვენი ქალაქის ყველაზე, ყველაზე ქათქათა და მზისხელა გულიან გვირილებს.
პირველად აღმოვჩნდი ,,...საინტერესო ადამიანის" ამპლუაში ყველაზე საინტერესო თაობის წინაშე, მშობლიური ქალაქის მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებული თემით

ვისაუბრეთ ,,გვირილობის" დღესასწაულის მნიშვნელობაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში, მის ფორმასა და შინაარსზე, ,,გიმნაზისტკებზე", ტრადიციულ რიტუალზე, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აცოცხლებდა და საქველმოქმედო მიზნით აერთიანებდა ქალაქს
ვილაპარაკეთ 21- საუკუნის 2 მაისის თანამედროვე ღონისძიებებსა და აქტივობებზე. ბოლოს, ,,გვირილობის" მთავარი სიმბოლო --- ხელნაკეთი გვირილაც დავამზადეთ.
ყველაზე მთავარი --- სწავლა შემოქმედებითი პროცესია და, სადაც შემოქმედებაა იქ მეტი ინტერესია. არავინ თქვას აუგი თაობაზე, საუკეთესოები არიან! მთავარია სწორი მიმართულება , გამართული რელსები და წარმატებული სტარტი!


                                                               ასმათ გოგატიშვილი"






Комментариев нет:

Отправить комментарий